მშვიდობის კორპუსი“ ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1961 წელს პრეზიდენტ ჯონ კენედის ინიციატივით დაფუძნდა. „მშვიდობის კორპუსი“ საქართველოში 2001 წელს შემოვიდა. მას შემდეგ საქართველოში 400-ზე მეტმა მოხალისემ იმსახურა. კვალიფიციური ადამიანური რესურსების გამოყენების გზით „მშვიდობის კორპუსი“ ჩვენს ქვეყანაში სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, აგრეთვე საქართველოსა და ამერიკას შორის მეგობრობის გაღრმავებას უწყობს ხელს.
5 და 7 დეკემბერს აშშ-ის სამთავრობო ორგანიზაციის „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისე ლატოია პეილი ქუთაისის უნივერსიტეტში ტრეინინგებს ჩაატარებს. ჩვენი სტუმარი ჰიუსტონის (ტეხასის შტატი) სახელმწიფო უნივერსიტეტის „Sam”-ის კურსდამთავრებულია.
ამერიკელი სტუმრის ტრეინინგების განრიგი ასეთია:
თარიღი | დრო | ხანგრძლივობა | თემა |
5 დეკემბერი, ორშაბათი | 12: 00 – 13:30 | 1.5 სთ | მარკეტინგი (ბრენდინგი) |
7 დეკემბერი, ოთხშაბათი | 13: 00 – 16:00 | 3 სთ | სტრატეგიული დაგეგმვა |