სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები

დასრულდა ინტელექტუალთა კლუბის ,,რა,სად,როდის?“ შემოდგომის სერიის თამაშები

დასრულდა ინტელექტუალთა კლუბის ,,რა,სად,როდის?“ შემოდგომის სერიის თამაშები. ფინალურ შეხვედრაში მაყურებელს ეთამაშებოდა  ნინო გელენიძის ექვსეული შემდეგი შემადგენლობით: ბესო გორგაძე, გიორგი ბართაია, ანა გაბუნია, ნიკა აბულაძე, ფიქრია დარჯანია და ნინო გელენიძე (გუნდის კაპიტანი).

მიუხედავად იმისა, რომ მოაზროვნეები დამარცხდნენ (ანგარიშით 6:3), უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ მათ,  როგორც  ფინალში გასულ გუნდს  გასამხნევებლად,  უკეთესად მომზადებისა და  სტიმულისათვის ფულადი პრემია გადასცა.

საუკეთესო კითხვის ავტორს-ქალბატონ თეა ვალიშვილს კი გადაეცა ბროლის ბუ.

შეგახსენებთ,რომ შემოდგომის სერიის თამაშებში მონაწილეობდნენ: ლიკა ლაღაძის, ლელა

ხურცილავას, ნინო გელენიძის, გოდერძი შანიძის ექვსეული.