სხვადასხვა

ნაშრომების წინასწარი დაცვა

31 მაისს უნივერსიტეტის  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დამამთავრებელი კურსების სტუდენტებისათვის ეკონომიკის დეპარტამენტმა გამართა საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების წინასწარი დაცვა.

სტუდენტებმა მეცნიერ-ხელმძღვანელებთან ერთად  დეპარტამენტის კომისიის წინაშე წარმოადგინეს დასრულებული ნაშრომები.  ტექნიკურ პარამეტრებთან ერთად შენიშვნები შეეხო თემაში განხილულ საკითხებს , გამოყენებული ლიტერატურისა და მასალების სიახლეს,  მრავალფეროვნებას.  ეკონომიკის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით ნაშრომების საბოლოო დაცვამდე ორი კვირის შემდეგ კიდევ ერთხელ მოხდება ნაშრომთა შემოწმება.

{Gallery dir=’news/01-06-2012′}