ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა გთავაზობთ სასერთიფიკატო კურს სახსრების მოზიდვაში. კურსის ძირითადი მიზანია არამომგებიანი ორგანიზაციისათვის სახსრების მოზიდვის (ფანდ-რეიზინგის) შესახებ ზოგადი ცოდნის მიცემა. კურსის სპეციალური ნაწილი დაეთმობა მედიაში (კინემატოგრაფში, ვიდეო- და ტელე-პროექტებისათვის) სახსრების მოზიდვის გამოცდილებისა და წესებს, დამოუკიდებელი პროდიუსერებისა და კინოს სხვა სპეციალისტებისათვის.
სახსრების მოზიდვა (ლევან ალფაიძე – ბიზნესის განვითარების მენეჯერი @ GT Group LTD)
19 თებერვლიდან – 2 მარტამდე (სამშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი და შაბათი) – 8 შეხვედრა (15 საათი)
სრული ინფორმაცია:
სახსრების მოზიდვა (ფანდ-რეიზინგი) ორგანიზაციის მიერ დასახული მისიის შესასრულებლად საჭირო საშუალებაა. ორგანიზაციული მისიის აღსრულება და მასზე კონცენტრირება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც მედია-ორგანიზაციებს, სტუდიებს, პროდიუსერებს, რეჟისორებს, მუდმივად უწევთ ახალი შემოსავლებისა და დამატებითი სახსრების მოპოვება და ამ სახსრების მოსაზიდად ახალი მეთოდების გამოყენება, საბაზრო წესებზე დამყარებული ქმედებების გამოყენება. ფანდ-რეიზინგის შემოთავაზებული კურსი დაეხმარება სხვადასხვა სამოქალაქო თუ მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს ფანდ-რეიზინგის, როგორც მართვის/მენეჯმენტის ფუნქციის და როგორც მენეჯმენტის პროცესის შემადგენელი ნაწილის აღქმაში; როგორც ორგანიზაციის ინსტიტუციური განვითარების აუცილებელი პირობის, მნიშვნელობის გააზრებაში.
კურსი მოიცავს შემდეგ ტოპიკებს:
- ფანდ-რეიზინგის როლისა და მნიშვნელობის გაგება არამომგებიანი ორგანიზაციის განვითარებისათვის; ფანდ-რეიზინგი, როგორც ფილანტროპიის შემადგენელი ნაწილი და ქველმოქმედების მსახური.
- თანამედროვე ფილანტროპიის მარავალპროფილიანი სახე.
- ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების პროგრამის კომპონენტებისა და მათი მნიშვნელობის გაგება.
- ფანდ-რეიზინგის სტრატეგიისა და ტაქტიკის გაგება, ამ სტრატეგიის შეთავსება წლიური განვითარების გეგმასთან და სპეციალური დანიშნულების კამპანიებთან.
- არამომგებიანი ორგანიზაციებისა და დონორების ურთიერთობების თავისებურებების გაცნობა აშშ-ში, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.
- დონორების ცვალებადი მოთხოვნებისა და მოლოდინების აღქმა, მათთან მუშაობის პრინციპებისა და დონორთა ბაზის განვითარების წესების გაცნობა.
- სახსრების მოზიდვის პროგრამის ბიუჯეტირების და პერსონალის შერჩევის მოდელები, ინდუსტრიის სტანდარტები, სახსრების მოზიდვის კონცეფციების ეფექტურობა და სახსრების მოზიდვის სფეროში ეთიკის დადგენილ ნორმები.
- არამომგებიანი სექტორის და ბიზნესის, ორი სამყაროს ურთიერთობა, თანამშრომლობა და ინტერესები. არამომგებიანი სექტორისა და სახელმწიფოს ურთიერთობა და სინერგია.
- ფანდ-რაიზინგი მედიაში და კინემატოგრაფში. როგორ მოვიპოვოთ სახსრები კინო, ვიდეო და ტელე-პროექტებისათვის. მედია ფანდ-რაიზინგი საქართველოში.
კურსის საფასურია – 450 ლარი; საფასურის გადახდა უნდა მოხდეს სწავლის დაწყების პირველივე კვირას.
მიღება დაიწყო! ბოლო ვადა: 15.02.2013
მსურველებმა უნდა წარმოადგინონ: შევსებული სააპლიკაციო ფორმა, პირადობის მოწმობის ასლი და CV. შეზღუდული ადგილების გამო, მსურველთა რეგისტრაცია მოხდება შემოსული სააპლიკაციო ფორმების მიხედვით.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ჯიპა – ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა
მარი ბროსეს #2, მესამე სართული. თბილისი, საქართველო
ტელ: (+995) 32 2497501
ელ-ფოსტა: jaba@gipa.ge