სხვადასხვა

,,სტუმრად პატრიარქთან”

6 მარტს უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფ- “სულიერი ლაშქარი”-ს  მიერ  ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატეს ლოცვა-კურთხევითმოეწყო  ჩვენება ფილმისა-,,სტუმრად პატრიარქთან“.

ფილმი მიძღვნილია  მისი უწმინდესობის ილია მეორის საიუბილეო თარიღისადმი.

ეს გახლდათ ერთ-ერთი იმ ღონისძიებათაგანი, რომელსაც ,,სულიერი ლაშქარი“ გეგმავს პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებით.

უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების თხოვნით კვლავაც გაგრძელდება ასეთი ჟანრის დოკუმენტური ფილმების ჩვენება.