სხვადასხვა

ინტელექტკლუბის „რა? სად? როდის?“ შიგასაუნივერსიტეტო შეჯიბრი

UNIK_PAGE_BG

ამა წლის 29 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით ქუთაისის უნივერსიტეტში ჩატარდა შიგასაუნივერსიტეტო შეჯიბრი ინტელექტკლუბის „რა? სად? როდის?“ გუნდებს შორის, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ცხრა გუნდმა. შესარჩევი თამაშები ორ ეტაპად ჩატარდა 29 ნოემბერსა და 1 დეკემბერს. ფინალური  შეხვედრა კი 8 დეკემბერს შედგა. ფინალში გავიდნენ:

  1. „ძალით მოაზროვნეები”
  2. „ევრიკა“
  3. „ინტელექტი მაღალ ქუსლებზე“
  4. „ერთი კაციც და გავდივართ“
  5. „მეტისმეტად საზრიანები“
  6. „ნანუკა ქარსელაძის ხუთეული“
  7. „ჩაჭრილები“
  8. „არწივები“
  9. „უსახელო“

ფინალური შეხვედრა ძალიან საინტერესო,ცოტა დაძაბული და თანაც აზარტული გახლდათ. გაჟღერდა ბევრი საინტერესო შეკითხვა.გამარჯვება წილად ხვდა „მეტად საზრიანებს“ (გუნდის კაპიტანი სოფო გელაშვილი).გამოვლინდა სეზონის საუკეთესო მოაზროვნე.

გამარჯვებული გუნდის წევრები დაჯილდოვდნენ წიგნებითა და ქუთაისის უნივერსიტეტის სიგელებით.