17 მაისს ქალაქ ზუგდიდში- შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრში ჩატარდა ,,სტუდენტური დღეები-2013 ნარკომანიის წინააღმდეგ“ მორიგი დღე-მუსიკალური ბენდების კონკურსი.
ქუთაისის უნივერსიტეტის მუსიკალური ბენდი საკუთარი კომპოზიციით წარსდგა მაყურებლის წინაშე. მუსიკალურმა ნომერმა მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
შედეგები ცნობილი გახდება 24 მაისს, სტუდენტური დღეების დახურვის საზეიმო ცერემონიალზე.