სხვადასხვა

ჩვენი სტუდენტის კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი

22 ივნისს გორის ციხეზე გაიმართა ქალაქური კრივის ფინალური შეხვედრა 2011-12 წლის სეზონში გამარჯვებულ გიორგი საბაურსა (ყაზბეგი) და 2012-13 წლის სეზონში გამარჯვებულ თემურ (კალენიკე) ყურაშვილს (ქუთაისი) შორის, სადაც გაიმარჯვა ქუთაისის უნივერსიტეტის  მეორე კურსის სტუდენტმა თემურ ყურაშვილმა. მას  გიორგი საბაურისგან გადაეცა გარდამავალი ტიტული – ,,მთავარი“, რომელსაც იგი ატარებს ერთი წლის განმავლობაში და დაიცავს მას 2013-14 წლის სეზონში გამარჯვებულ მებრძოლთან.

ვულოცავთ მას ამ ბრწყინვალე გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს სპორტულ კარიერაში.