ქუთაისის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:
1. საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმე
2. ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი
საბუთების მიღება იწარმოებს 2015 წლის 7 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე. მისამართი: ქ.ქუთაისი, წერეთლის #13. პირველი სართული მიმღები კომისია. ტელ: 24 52 97
მისაღები გამოცდები ჩატარდება 28 სექტემბერს, 14 საათზე. გამოცდა ჩატარდება წერითი ფორმით.
საგამოცდო საკითხები:
ფინანსები, ფულის მიმოქცევა და კრედიტი
სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
- ბაკალავრის დიპლომის დედანი ან ასლი ( ან ცნობა უნივერსიტეტიდან)
- ოთხი ფოტოსურათი 3×4 დისკით
- დიპლომის დანართი
- პირადობის მოწმობის ასლი
- მიწერის მოწმობის ან სამხედრო ბარათის ასლი (ვაჟებისათვის)
შენიშვნა: სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხულ პირველკურსელთათვის შიგასაუნივერსიტეტო გრანტი განისაზღვრება სპეციალობაში მისაღები გამოცდის შედეგის მიხედვით.