სხვადასხვა

სტუდენტური თვითმმართველობის საქველმოქმედო აქცია

UNIK_PAGE_BG

24 დეკემბერს ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით მოეწყო საქველმოქმედო აქცია 25-ე სკოლაში. სტუდენტებმა საჩუქრები მიუტანეს და დამდეგი ახალი წელი მიულოცეს ამ სკოლის სპეციალური ჯგუფის- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს. იქ მისულებს დაგვხვდა უდიდესი სითბო, სიყვარული და მადლიერება.ბავშვები ემოციურად გამოხატავდნენ თავიანთ გრძნობებს ლექსებითა და სიმღერით.

ქუთაისის უნივერსიტეტი მსგავს აქციას მომავალშიც  გაიმეორებს.