29 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე, უკრაინის ეროვნეულ მეცნიერებათა აკადემიისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კიევის ეროვნული უნივერსიტეტის „კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტის“ სამეცნიერო-კვლევითი კომპლექსის „გამოყენებითი სისტემური ანალიზის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელთა სპეციალური მიწვევით, კიევში, სამუშაო ვიზიტით, იმყოფებოდა ქუთაისის უნივერსიტეტის დელეგაცია უნივერსიტეტის დეკანის, პროფესორის, ბ-ნ კახაბერ გაბელაშვილისა და უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის საერთაშორისო პროექტების მენეჯერის, პროფესორის, ქ-ნ თეა კორძაძის შემადგენლობით.
ვიზიტის დროს, ხელი მოეწერა ორმხრივ ხელშეკრულებას, ხსენებულ ორ უმაღლეს სასწავლებელს შორის, რომელიც ითვალისწინებს „…პარტნიორობას, თანამშრომლობას და სამეცნიერო გაცვლებს“, კერძოდ:
- სამეცნიერო, სასწავლო და მეთოდური ლიტერატურის გაცვლას;
- ორგანიზაციის სრულყოფისა და განვითარების, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის სტრუქტურიზაციისა და კომპიუტერიზაციის საქმეში მიღებულ გამოცდილების გაზიარებას;
- სამეცნიერო კუთხით სასტაჟირებო გაცვლებს, პროფესორ-მასწავლებელთა მრავალმხრივი დანიშნულების ორმხრივ მივლინებებს
- სტუდენტთა გაცველებს;
- მაგისტრთა მომზადებისთვის სასწავლო-სამეცნიერო პროგრამების ერთობლივად შემუშავებას და სხვა.
ამასთანავე, კიეველი პარტნიორები, მობილობის ფარგლებში, უფასოდ მოამზადებენ ქუთაისის უნივერსიტეტის მიერ მათთან სასწავლად გაგზავნილ ქართველ სტუდენტებს.
აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადა 5 წლით განისაზღვრა.