სხვადასხვა

მოძრაობა ჯანსაღი მომავლისათვის

ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრ – ,,Iuna amiko’’-ს მოძრაობა ჯანსაღი მომავლისათვის და მოძრაობა მოზარდები თანატოლების დასახმარებლად ორგანიზებით ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის მოეწყო სემინარი. სემინარში მონაწილეობა მიიღეს ქ. ქუთაისის ენდოკრინოლოგიური დისპანსერის ექიმ-რეპროდუქტოლოგმა – ია ღვინეფაძემ და ექიმ – ენდოკრინოლოგმა – ტატიანა გიორგაძემ. გამოცდილი ექიმების მიერ წაკითხული ლექცია ეხებოდა ახალგაზრდების ჯანმრთელობასა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების აუცილებლობას.