ქუთაისის უნივერსიტეტმა წელს უკვე მეოთხედ მიიღო მონაწილეობა დასაქმების ფორუმში, ამ პროექტის დახმარებით უკვე დასაქმებულია უნივერსიტეტის არაერთი კურსდამთავრებული.
11 აპრილს ბათუმში სასტუმრო ,,შერატონში“ შედგა დასაქმების ფორუმი -2014. ქუთაისის უნივერსიტეტის მეოთხე კურსის მაღალი რეიტინგისა და გამორჩეული აქტივობის სტუდენტებმა რექტორატის ინიციატივითა და მხარდაჭერით მონაწილეობა მიიღეს აღნიშნულ ფორუმში, სადაც სტუდენტები შეხვდნენ საბანკო, სადაზღვევო და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს. გაეცნენ მათ მიერ წარმოდგენილ ვაკანსიებს და სურვილისამებრ დატოვეს სივები. ვუსურვოთ ფორუმის მონაწილეებს დასაქმების რეალური შანსის გამოყენება და წარმატებები.