2014 წლის 14-15 მაისს საქართველოს ბიზნესის აკადემიამ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან ერთად უმასპინძლა სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას თემაზე: „ბიზნესი და განათლება – პრობლემები და პერსპექტივები“.
კონფერენციაში წარმატებით მიიღეს მონაწილეობა ქუთაისის უნივერსიტეტის მეორეკურსელებმა ნინო ხურცილავამ და შორენა სირბილაძემ, რომლებმაც წარადგინეს მოხსენება თემაზე: „ტურიზმის განვითარების საკითხისათვის ქალაქ ქუთაისში“ (ხელმძღვანელი, პროფ. ნ. ჩიხლაძე).