ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამა EMBER აცხადებს კონკურსს სტუდენტების, მკვლევრებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისათვის ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის, კვლევისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სტიპენდიის მოსაპოვებლად.
მობილობის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ უნივერსიტეტებში:
1. სევილიის უნივერსიტეტი, ესპანეთი
2. ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ესტონეთი
3. ვილნიუსის უნივერსიტეტი, ლიტვა
4. ლინკოფინგის უნივერსიტეტი, შვედეთი
5. მალმოს უნივერსიტეტი, შვედეთი
6. ვენეციის კა-ფოსკარის უნივერსიტეტი, იტალია
7. სალერნოს უნივერსიტეტი, იტალია
8. ლოდზის უნივერსიტეტი, პოლონეთი
9. იენის ფრედერიკ შილერის უნივერსიტეტი, გერმანია
პროგრამა სრულად ფარავს სწავლის, მგზავრობის, დაზღვევის ხარჯებს და უზრუნველყოფს კონკურსში გამარჯვებულს ყოველთვიური სტიპენდიით:
ბაკალავრი – 1000 ევრო
მაგისტრანტი – 1000 ევრო
დოქტორანტი – 1500 ევრო
პოსტდოქტორანტი – 1800 ევრო
კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ:
- მათ, ვისაც ბოლო ხუთი წლის მანძილზე 12 თვეზე მეტი დრო აქვთ გატარებული ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში (ეს შეზღუდვა არ ვრცელდება მესამე სამიზნე ჯგუფზე (TG3));
- სტუდენტებს, რომლებსაც კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში შეჩერებული აქვთ აკადემიური სტატუსი;
- პირველი და დამამთავრებელი კურსის ბაკალავრებს;
- ბოლო კურსის მაგისტრანტებს;
- ვისაც უკვე მიღებული აქვს ერაზმუს მუნდუსის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე.
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2015 წლის 7 იანვარი.
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ პროექტის ვებ-გვერდი: http://ember.us.es/