17 ნოემბერს ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა დასავლეთ საქართველოს სხვა მრავალ საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებთან და სტუდენტებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სოფელ ჭყვიშში- გალაკტიონის სახლ-მუზეუმში მოწყობილ ღონისძიებაში, სადაც გაიმართა მხატვრული კითხვის კონკურსი.
აღნიშნული ღონისძიების დასრულების შემდეგ ახალგაზრდებმა დაათვალიერეს მუზეუმის შემოგარენი; შემოდგონის სურნელით გაჟღენთილ ამ მზიან და ლამაზ დღეს, თავიანთ სტუდენტურ ცხოვრებას კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი შემატეს – კოცონის ირგვლივ, სახელდახელო ვახშამთან ერთად გამართეს პოეზიის საღამო.
ადგილობრივებს დიდხანს ესმოდა მათი ლექსები,მხიარულება, სიმღერა და გიტარის ჰანგები.