18 ივნისს ქუთაისის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გამართულ საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილი თემები საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. მათი უმეტესი ნაწილი ქვეყნის ეკონომიკის აქტუალურ და პრობლემურ საკითხებს ეხებოდა .
სტუდენტები პრობლემების ირგვლივ საუბრობდნენ საინტერესოდ, არგუმენტებით. შემოთავაზებული იქნა რამდენიმე კვლევაც.