28 ოქტომბერს ქუთაისის უნივერსიტეტში დასრულდა შემოდგომის ტურნირი მინი ფეხბურთში. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირისპირდა მეორე კურსის სტუდენტთა გუნდი ,,ეკონომისტები“ და მესამე კურსის სტუდენტებისაგან დაკომპლექტებული გუნდი ,,გეგმა“. ფინალური მატჩი ,,გეგმის“ გამარჯვებით დასრულდა – ანგარიშით 7:4. გამარჯვებულ გუნდს გადაეცა გარდამავალი თასი და სამახსოვრო საჩუქრები.
ფინარურ თამაშზე ასევე გამოვლინდა სეზონის საუკეთესო მოთამაშე და სეზონის საუკეთესო ბომბარდირი: ორივე ტიტული წილად ხვდა ,,გეგმა“-ს გამორჩეულ ფეხბურთელს – მესამეკურსელ ერეკლე ხაჩიძეს; რომელმაც მაყურებლის სიმპატია და ტურნირის სამახსოვრო პრიზები დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდა 8 გუნდი და ორგანიზატორი გახლდათ ქუთაისის უივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა.
თვალყური მიადევნეთ სიახლეებსა და ანონსებს ჩვენს Facebook გვერდზე – სულ მალე შიგასაუნივერსიტეტო საკალათბურთო ტურნირი დაიწყება!