სხვადასხვა

მარკეტინგული კვლევის შედეგები და რეკომენდაციები ტურიზმის სექტორში

9 დეკემბერს ქუთაისის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პრეზენტაცია თემაზე: ,,მარკეტინგული კვლევის შედეგები და რეკომენდაციები ტურიზმის სექტორში თვითმმართველი ქ. ქუთაისისთვის”პრეზენტაცია დაეყრდნო შიდასაუნივერსიტეტო საგრანტო კვლევის შედეგების ანგარიშს (პროექტის კოორდინატორი ნ.ხაზარაძე, ექსპერტები: ლ.ქელბაქიანი, ნ.ჩიხლაძე, გ.შანიძე, გ.ჭუმბურიძე, დ.შავიანიძე, ე.დეისაძე, ვ.გურაბანიძე).

 

პრეზენტაცია წარმოადგინეს პროექტის ექსპერტებმა ელგუჯა დეისაძემ და გიორგი ჭუმბურიძემ. განხილვაში მონაწილეობდნენ: ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი- ბატონი შოთა მურღულია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები – ბატონი ნიკოლოზ ლატარია და ბატონი ბექა ყანჩელი; შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები.

 

კვლევის ანგარიშში წარმოდგენილია ტურიზმის განვითარების წინადადებები და რეკომენდაციები, რომელიც ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტს გადაეცა განვითარების სტრატეგიაში გასათვალისწინებლად.