მიმდინარე წლის 3-4 ნოემბერს, ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა რიგით IV ეროვნული შეხვედრა ევროკავშირის Erasmus + პროგრამის ერთ-ერთი პროექტის „კურიკულუმის რეფორმა სამოქალაქო განთლებისა და დემოკრატიული პრინციპების ხელშეწყობისთვის ისრაელსა და საქართველოში“ (ინგლ. აბრ. CURE) ფარგლებში.
შეხვედრას ესწრებოდენენ წარმომადგენლები საქართველოს ხუთივე პარტნიორი უნივერსიტეტიდან:
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (პროექტის კოორდინატორი საქართველოში),
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
- სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და
- შპს ქუთაისის უნივერსიტეტი.
შეხვედრის მიზანი იყო როგორც ერთი წლის მანძილზე განხორციელებული აქტივობებისა და მიღებული კონკრეტული შედეგების შეჯამება, ისე უახლესი განსახორციელებელი აქტივობების დაგეგმვა ახალი საპილოტე კურსების დანერგვისა და სტუდენტთა სამოქალაქო-სოციალური აქტივობების მიმართულებებით.
ბათუმის შეხვედრაზე განხილული იქნა აგრეთვე პროექტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის საკითხებიც, რომლის მონიტორინგის შედეგები და კონკრეტული რეკომენდაციები მიეწოდა თითოეულ პარტნიორ უნივერსიტეტს.