საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

პოლონეთის გამოცდილების გაზიარება

UNIK_PAGE_BG

25 დეკემბერს, 14:00 საათზე, ქუთაისის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ტრენინგი თემაზე “საჯარო სივრცეების განვითარება – პოლონეთის გამოცდილება”, ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის თანამშრომლებისთვის. ტრენინგს უხელმძღვანელებენ ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორის ასისტენტი – ელგუჯა დეისაძე და მოწვეული ლექტორი – დავით შამაევი.

ტრენინგები ჩატარდება Erasmus + საგრანტო პროგრამის CURE სპეციალური მობილობის ფარგლებში, ტრაკერების ტრენინგის თანახმად, კრაკოვში, იაგელონიას უნივერსიტეტში.