სხვადასხვა

Erasmus + ის ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტის “EUCA INVEST” დასკვნითი შეხვედრები

ქუთაისის უნივერსიტეტი მონაწილეობას იღებს Erasmus + ის ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტის: „ინვესტირება სამეწარმეო უნივერსიტეტებში კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში (EUCA INVEST)“ ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებში.

დასკვნითი შეხვედრა – შემაჯამებელი ანგარიში პროექტის ფარგლებში გაიმართება თბილისში, კერძოდ კავკასიის უნივერსიტეტში 27 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით.

ქუთაისის უნივერსიტეტს წარმოადგენენ უნივერსიტეტის რექტორი ლელა ქელბაქიანი, ასოცირებული პროფესორი თეა კორძაძე და ასისტენტ-პროფესორი რობერტი კამლაძე.

უნივერსიტეტი აღნიშნულ პროექტში ჩართულია 2016 წლიდან. ამ პერიოდის განმავლობაში პროექტის ფარგლებში განხორციელა უნივერსიტეტისათვის მნიშვნელოვნად სასარგებლო არაერთი ღონისძიება.

პროექტში წარმატებული ჩართულობის შედეგია უნივერსიტეტის CreaLab-ის ლაბორატორია, რომლის მიზანია სხვა აქტივობებთან ერთად, ინოვაციური ბიზნეს იდეების მქონე სტუდენტებისათვის სპეციალური ტრენინგების, მასტერკლასებისა და ინდივიდუალური კონსულტაციების გაწევით წარმატებული StartUP-ების ჩამოყალიბებაში ხელშეწყობა.

Erasmus + ის ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტის მონაწილეებს გახსნით შეხვედრაზე მიესალმა ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი – ქალბატონი ლელა ქელბაქიანი.