სხვადასხვა

პროექტის პრეზენტაცია – “ქალაქ ქუთაისისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების კონკურენტული უპირატესობები”

13 მარტს, ოთხშაბათს, 13:00 საათზე ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში – ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. 13, გაიმართება პრეზენტაცია თემაზე: “ქალაქ ქუთაისისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების კონკურენტული უპირატესობები”.

პროექტის მიზანია ქალაქ ქუთაისისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების არანაკლებ სამი კონკურენტული უპირატესობის გამოვლენა და მათი გამოყენების გზების განსაზღვრა.

მომხსენებლები:

ლელა ქელბაქიანი – ,,ქუთაისის უნივერსიტეტის’’ რექტორი, პროფესორი.

სალომე სიჭინავა – ააიპ ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი.

შოთა მურღულია – ,,გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტ“- ის პროფესორი.

გიორგი ხიშტოვანი -,, პი ემ სი კვლევითი ცენტრის’’ დირექტორი, პროფესორი.

პაატა კლდიაშვილი   „ქუთაისის უნივერსიტეტის“ ასოც. პროფესორი, პროექტის კოორდინატორი.

დავით თვალთვაძე-პროექტის მენეჯერი, ტექნიკის აკადემიური დოქტორი.

ნიკოლოზ ჩიხლაძე    „ქუთაისის უნივერსიტეტის“ პროფესორი, უფროსი მკვლევარი.

გიორგი ღავთაძე –      „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ პროფესორი, რეცენზენტი.

შეგახსენებთ, რომ პროექტი დაფინანსებულია ააიპ „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ მიერ ევროკავშირის საგრანტო ხელშეკრულების #ENPI/2017/388-051 (პროექტი: ,,რეგიონების მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისთვის”), ფარგლებში.

პროექტი განხორციელდა შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“, შპს „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის“ და ააიპ „პი ემ სი კვლევითი ცენტრის მიერ“.