13 თებერვალს პროექტის „არბიტრაჟი და მედიაცია – დავის ეფექტიანი მოგვარებისათვის“ წარმომადგელი ქეთევან ურიდია ქუთაისის უნივერსიტეტს ესტუმრა, რომელმაც უნივერსიტეტთან თანამშრომლობაზე მზაობა გამოთქვა:
„გამომდინარე იქედან, რომ ქუთაისის უნივერსიტეტი გეგმავს სამართლის ფაკულტეტის აკრედიტაციას, ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების კურსის განვითარების მიზნით თქვენთან თანამშრომლობა”, – ამბობს ურიდია.
პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს კომერციულ დავებში მედიაციისა და არბიტრაჟის გამოყენებას. ერთ-ერთი მიზანი კი დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების გამოყენებით იურისტების, მათ შორის სამართლის სტუდენტების შესაძლებლობების გაზრდაა.