სოციალურ მეცნიერებათა,
ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი
სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი, შპს ქუთაისის უნივერსიტეტის, ყველაზე მოთხოვნად საგანამანათლებლო პროგრამებს ახლორციელებს, უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე. ჩვენი კურსდამთავრებულები არიან კონკურენტუნარიანები შრომის ბაზარზე, რადგან უნივერსიტეტი მათ სთავაზობს ამისათვის ყველა საჭირო რესურსს.
ფაკულტეტი სტუდენტებს სთავაზობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს ქართულ ენაზე. ფაკულტეტზე დასაქმებულია როგორც ადგილობრივი და უცხოელი მაღალკვალიფიციური პროფესორები, ასევე პრაქტიკოსი სპეციალისტები.
სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის მიზანია, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლებით, მომზადება კონკურენტუნარიანი კადრებისა, რომლებიც შეძლებენ ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბიზნესის სხვადასხვა სექტორის საქმიანობაში მონაწილეობას, რაც უზრუნველყოფს დასაქმების შესაძლებლობას სახელმწიფო, კერძო, და არასამთავრობო სექტორებში;
საგანმანათლებლო პროგრამები უზრუნველყოფენ სტუდენტებისთვის ბიზნესისა და მეწარმეობის თეორიული და პრაქტიკული ფუნდამენტური საკითხების საფუძვლიანი ცოდნის და პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებას; პროგრამები საშუალებას აძლევს სტუდენტებს უპასუხონ თანამედროვე ბიზნესგარემოს გამოწვევებს და ხელს უწყობს მათ საკუთარი კარიერის დაგეგმვასა და განვითარებაში.
ფაკულტეტის ორგანიზებით, ხშირად იმართება საჯარო ლექციები და ტრენინგები, ფაკულტეტის ჩართულობით მოქმედებს ჟურნალი „ეკონომიკური პროფილი“, რომელიც ინდექსირებულია სხვადასხვა რეფერირებად ბაზაში. სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი, სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს, გაცვლითი პროგრამების საშუალებით საერთაშორისო გამოცდილების მიღებისა და პროფესიულად განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა 90% დასაქმებულია მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისად.
თეონა გრიგოლაშვილი / ფაკულტეტის დეკანი
სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო, ეროვნული და რეგიონული შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციისა და ცოდნის მქონე კადრების მომზადება. შესაბამისად, ფაკულტეტი სტუდენტებს სთავაზობს საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამის უახლეს საგანმანათლებლო პროგრამებს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე. ჩვენს კურსდამთავრებულებს საკუთარი წვლილი შეაქვთ დარგის განვითარებაში, რაზეც მათი სპეციალობის მიხედვით დასაქმების 90%-იანი მაჩვენებელი მეტყველებს.
ფაკულტეტი ხელს უწყობს ადგილობრივ დონეზე აკადემიური საზოგადოების გაძლიერებას, სადოქტორო პროგრამის მეშვეობით, რომლის კურსდამთავრებულთა 100% დასაქმებულია.
ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი გისურვებთ წარმატებებს.
ვიდეო მასალა
“უნივერსიტეტი ახალგაზრდებისთვის წარმოადგენს ადგილს, სადაც იღებენ თეორიულ ცოდნას და ივითარებენ პრაქტიკულ უნარებს, რომელიც მათ მომავალ, პროფესიულ განვითარებაში ეხმარება; …ქუთაისის უნივერსიტეტი არის ნაბიჯი თქვენი წარმატებისკენ!”
ქუთაისის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა შექმნილია საერთაშორისო და საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით და მიზნად ისახავს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას.
ქუთაისის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა შესანიშნავი შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც სურვილი აქვს, ჩამოყალიბდეს მაღალკვალიფიციურ იურისტად და ჰქონდეს წარმატებული კარიერა. პროგრამა შემუშავდა სახელმწიფოს მიერ დადგენილ სამართლის დარგობრივ მახასიათებელზე დაყრდნობით, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს, კონკრეტულად რა უნდა იცოდეს, რისი გაკეთება უნდა შეეძლოს და რა ღირებულებების მატარებელი უნდა იყოს იურისტი.
ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანი ასრულებს ეკონომიკისა და ბიზნეს ადმინიტრირების საბაკალავრო პროგრამას საქართველოში, ამიტომაც ფინანსების მაგისტრის ხარისხის ფლობა მნიშვნელოვანი უპირატესობაა ამ სფეროს სპეციალისტებისთვის. პროგრამის ამოცანას წარმოადგენს მოამზადოს სპეციალისტები, რომელთაც ექნებათ ღრმა და სისტემური ცოდნა ფინანსების სფეროში. სწავლება გარდა თეორიული ლექციებისა, მოიცავს ინტერაქტიურ სემინარებსა და პრაქტიკულ ტრენინგებს, პრეზენტაციებსა და ჯგუფურ მუშაობას, რის შედეგადაც მაგისტრანტს გაუადვილდება როგორც ფინანსების სფეროში არსებული თეორიული პრობლემების ანალიზი, ისე რეალურ ბიზნეს-სიტუაცებში გარკვევა და მათი მართვა.