სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრი

ქუთაისის უნივერსიტეტში მოქმედებს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრი, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს მრავალფეროვან სერვისებსა და ზრუნავს მათ კარიერულ განვითარებაზე.

მომსახურების ცენტრის მიზანია სტუდენტებს დაეხმაროს საუნივერსიტეტო და კარიერული ცხოვრების ადაპტაციაში და შეუქმნას ხელსაყრელი გარემო. მომსახურების ცენტრი სტუდენტთან ერთად მუშაობს მის წარმატებაზე.

მომსახურების ცენტრის სერვისები სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის:

  • უკეთ დასაქმების მიზნით ხელს ვუწყობთ კარიერული კომპეტენციების განვითარებაში;
  • წამყვან პარტნიორ კომპანიებთან და მათთვის სასურველ პროფესიონალ სპიკერებთან ერთად ვაწყობთ საინტერესო შეხვედრებს, მასტერკლასებს, ვორქშოფებს და საჯარო ლექციებს.
  • ვთავაზობთ კარიერული კონსულტაციის სერვისს, ვეხმარებით რეზიუმებს მომზადებაში, სამოტივაციო წერილის დაწერაში და ვამზადებთ გასაუბრებისთვის.
  • ვთავაზობთ პროფესიული სტაჟირების შესაძლებლობას.
  • დასაქმების ფორუმებში მონაწილეობას.
  • ხელს ვუწყობთ კვალიფიციურ დასაქმებაში, ცენტრი მუდმივად აწვდის ინფორმაციას სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს იმ ვაკანსიების შესახებ, რომლებიც პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ზიარდება.

საკონტაქტო ინფორმაცია

მარიამ რობაქიძე -  ქუთაისის უნივერსიტეტი სსტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელი
ელ. ფოსტა: mariam.robakidze@unik.edu.ge
მობ: +995 (431) 23 79 79 (301)