პოდკასტი
ფლეილისტი
მედიაცია დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდია, რომლის საშუალებითაც ორი ან რამდენიმე მხარე მედიატორის დახმარებით ცდილობს დავის ურთიერთშეთანხმებით დასრულებაუფრო დეტალურად მედიაციის შესახებ, ქუთაისის უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსი, მოწვეული ლექტორი სოფიო ყუბანეიშვილი ისაუბრებს.
ქუთაისის უნივერსიტეტი გთავაზობთ ფინანსური მიმართულებით, საგანმანათლებლო პოდკასტების სერიას! თქვენთვის საინტერესო თემებზე ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი მირზა ხიდაშელი ისაუბრებს. პირველ ეპიზოდში გადავწყვიტეთ ფინანსური მენეჯმენტისა და საბუღალტრო აღრიცხვის შედარებითი ანალიზი გაგვეკეთებინა, განგვეხილა ორივე ფინანსური ინსტრუმენტის მიზანი და მახასიათებლები.
ჩვენი პოდკასტის მიზანია დაინტერესებულ პირებსა და აბიტურიენტებს , რომლებიც ეხლა ირჩევენ კარიერულ გზას, მივაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია, მათთვის საინტერესო პროფესიულ მიმართულებებზე.
თქვენთვის ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანი თეონა გრიგოლაშვილი ისაუბრებს ფულის ისტორიაზე.
თქვენთვის ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანი თეონა გრიგოლაშვილი ისაუბრებს ფულის ისტორიაზე.
გადასახადი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ოქსფორდის ლექსიკონის განმარტებით, გადასახადი ადამიანების ან კომპანიების მიერ საერთო ბიუჯეტში არამოხალისეობრივი ფულადი შენატანია, რომელიც შეტანის პროცესში სახელმწიფოს მიერ არის განმტკიცებული. თუმცა, არსებობენ გადასახადები რომლებიც ასრულებენ თავიანთ ძირითად ფუნქციას (ავსებენ ბიუჯეტს, ხაზინას) მაგრამ უხერხულ შთაბეჭდილებას ქმნიან. ამ ძალიან საინტერესო თემაზე, თქვენთვის ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკოლოზ ჩიხლაძე ისაუბრებს.
გაინტერესებს რა არის მთლიანი შიდა პროდუქტი (GDP, Gross Domestic Product) და რატომ ითვლება იგი ქვეყნის სიმდიდრისა და ეკონომიკური სიძლიერის მაჩვენებლად?
ამ ძალიან საინტერესო თემაზე, თქვენთვის ქუთაისის უნივერსიტეტის აფილირებული ასისტენტ-პროფესორი, სალომე გირგვლიანი ისაუბრებს..
თემების ციკლი “ელემენტარული ფინანსები” განკუთვნილია ფართო საზოგადეობისთვის და მიზნად ისახავს ფინანსური განათლების ხელშეწყობას, ფინანსურ კატეგორიებში საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებას. მოცემული თემაში წარმოდგენილია, საბანკო სესხის პროცენტთან დაკავშირებით არსებული სტერეოტიბებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეპირისპირება, შედარებითი სტატისტიკის ინსტრუმენტების გამოყენებით ნაჩვენებია საბანკო სსესხის პროცენტის დინამიკა, მასზე მოქმედი ფაქტორები და გაკეთებულია შედარებები როგორც რეგიონული ასევე გლობალური მასშტაბით.
თანამედროვე საზოგადოებაში ხშირად საუბრობენ ქარიზმატულ ლიდერებზე. ქარიზმატული ლიდერი ადამიანებში იწვევს სურვილს, მის მოწოდებებს აჰყვნენ და გაჰყვნენ კიდეც.
რა თვისებები უნდა ჰქონდეს ლიდერს? როგორ უნდა განვავითაროთ ლიდერის უნარები? ნიშნავს თუ არა ყოველთვის კარგი მენეჯერი გუნდის ლიდერს?
ამ ძალიან საინტერესო თემაზე, თქვენთვის ქუთაისის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ირაკლი ავალიანი ისაუბრებს.
ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად გვესმის სიტყვათა შეთანხმება – სამოქალაქო საზოგადოება და საზოგადოებრივი, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციები. თუმცა, შესაძლოა ბევრმა არ იცის რას წარმოადგენენ ისინი. სამოქალაქო საზოგადოება არის სახელმწიფოსგან, ბიზნესისგან, ოჯახისგან დამოუკიდებელი ასოციაციები და ჯგუფები, რომლებიც გავლენას ახდენენ როგორც საზოგადოებაზე, ისე – ხელისუფლებაზე. უფრო დეტალურად სამოქალაქო საზოგადოების შესახებ, ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი ქეთი კუხიანიძე ისაუბრებს.
ვიდეო, რომელიც უნდა ნახო მანამ, სანამ “ეროვნულებზე” დარეგისტრირდები 🚀
☀ ჩვენ კი სასიხარულო ინფორმაცია გვაქვს.
🤜🤛 ნათია ფანჯიკიძის გუნდი და ქუთაისის უნივერსიტეტი დამეგობრდნენ.
👇ერთად უამრავ სიახლესა და დიდ მხარდაჭერას გპირდებით!