სხვადასხვა

ქუთაისის უნივერსიტეტში შეხვედრა თემაზე – “ფსიქიკური ჯანმრთელობა და ცვალებადი სამყარო” გაიმართება

ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნობიერების ამაღლების თვესთან დაკავშირებით, ქუთაისის უნივერსიტეტში შეხვედრა თემაზე – “ფსიქიკური ჯანმრთელობა და ცვალებადი სამყარო” გაიმართება.

შეხვედრის თემები:

“ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობა, ჩვენი საუკუნის ცვლილებები და მათი გავლენა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე”

“თვით ზრუნვის სტრატეგიები”

შეხვედრას ფსიქოსოციალური განვითარების ცენტრი – “დაოს” ფსიქოლოგები ნინო ფანჩულიძე და ნინო ქარსელაძე გაუძღვებიან.

დრო: 20/21 მაისი, 13:00

ადგილმდებარეობა: ქუთაისის უნივერსიტეტი, წერეთლის ქუჩა 13, სამკითხველო დარბაზი.

შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.