პირველკურსელთა რეგისტრაცია დაიწყო!
ადმინისტრაციული რეგისტრაცია საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის იწარმოებს 4 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით.
აკადემიური რეგისტრაციის ვადებია: 11 სექტემბერი – 16 სექტემბერი.
რეგისტრაციისათვის სტუდენტმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ნოტარიულად დამოწმებული) ან დედანი;
- სამხედრო მიწერის მოწმობა (ვაჟებისთვის) ფოტოსურათი 3X4 ერთი ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
- არასრულწლოვანი აბიტურიენტის შემთხვევაში, პირს თან უნდა ახლდეს კანონიერი წარმომადგენელი. (ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, დაბადების მოწმობა);
- სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
პირველკურსელმა სტუდენტმა, რომელსაც არ აქვს მოპოვებული სასწავლო გრანტი, უნდა გადაიხადოს სასწავლო წლის საფასური 2250 ლარი, 10 თვეზე გადანაწილებით. (225 ლარის ოდენობით).
გადახდისათვის გამოიყენეთ შემდეგი საბანკო რეკვიზიტები:
მიზნობრიობაში მიუთითეთ სტუდენტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი.
შ.პ.ს ,,ქუთაისის უნივერსიტეტი“
თიბისი ბანკი GE51TB7054336020100021 GEL
საქართველოს ბანკი GE12BG0000000346036551 GEL
დამატებით კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: +995 (431) 23 79 79 ან მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე: info@unik.edu.ge.
გისურვებთ წარმატებებს!