შპს “ქუთაისის უნივერსიტეტსა” და სს“კრედო ბანკ“- ს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს უნივერსიტეტისათვის კრედოში არსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას; უნივერსიტეტი უზრუნველყოფს თავის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან არსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.
სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმება დამოკიდებული იქნება მხოლოდ მათ უნარებზე და შედეგებზე, რომელსაც ისინი გამოავლენენ შესაბამისი ვაკანსიისთვის შესარჩევ საკონკურსო პროცესში , სხვა ყველა კანდიდატთან თანაბარ პირობებში.