ქუთაისის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და სტუდენტები ჩაერთვნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და სსიპ-საჯარო სამსახურის ბიუროს კოორდინაციით შექმნილ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში, რომლის გავლაც შეუძლია მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე პირებს.
საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების მიზანია დასაქმების მსურველ პირთათვის პროფესიული გამოცდილების გაზიარება;
სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება;
საჯარო დაწესებულებებისათვის კვალიფიციური კადრების მომზადება;
სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა სერთიფიკატი შესაბამისი საჯარო დაწესებულების მიერ.