სხვადასხვა

სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

მიმდინარე წლის 15 ივნისს გაიმართა დოქტორანტ ნაზი ბარათაშვილის სადისერტაციო ნაშრომის „საგადასახადო სისტემის როლი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფაში“ საჯარო დაცვა. 
ხელმძღვანელი: ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნიკო ჩიხლაძე.
აღსანიშნავია, რომ სადისერტაციო ნაშრომმა, უნივერსიტეტში დანერგილ ანტიპლაგიატის პროგრამაში-strikeplagiarism.com შემოწმება წარმატებით გაიარა.