26 ნოემბერს ქუთაისის უნიერსიტეტში აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის გაიმართა ონლაინ ტრენინგი სახელწოდებით “სწავლების თანამედროვე მეთოდები უმაღლეს განათლებაში”.
ტრენინგს ქუთაისის უნივერისტეტის სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ ბარბაქაძე უძღვებოდა.
ტრენინგის მიზანია უნივერსიტეტში სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა აკადემიური და მოწვეული პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარების გზით.
ტრენინგი დამსწრე პირებისთვის ითვალისწინებს ორენოვან სერტიფიკატს.