2022-2023 სასწავლო წელს შპს ქუთაისის უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული აბიტურიენტებისთვის საბუთების მიღების და ხელშეკრულების გაფორმების პროცესი 2 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით იწარმოებს.
საბუთების მიღება იწარმოებს ბიბლიოთეკის ღია სივრცეში N201. მის: ქუთაისი, წერეთლის N13. ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
გთხოვთ, რეგისტრაციისთვის წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ნოტარიულად დამოწმებული) ან დედანი;
- სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის);
- ფოტოსურათი 3X4 ერთი ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე.
იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი არასწრულწლოვანია, გთხოვთ, მობრძანდეთ კანონიერ წარმომადგენელთან ერთად და თან იქონოთ:
- მშობლის შემთხვევაში: მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, აბიტურიენტის დაბადების მოწმობის ასლი.
- მინდობილი პირის შემთხვევაში: მინდობილობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გთხოვთ, საბუთების შემოტანის დროს თან იქონიოთ სწავლის საფასურის 1/10 ნაწილის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საბანკო რეკვიზიტები იხილეთ თანდართულ ფაილებში..
გადახდისათვის გამოიყენეთ შემდეგი საბანკო რეკვიზიტები:
მიზნობრიობაში მიუთითეთ სტუდენტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი.
შ.პ.ს ,,ქუთაისის უნივერსიტეტი“
თიბისი ბანკი GE51TB7054336020100021 GEL
საქართველოს ბანკი GE12BG0000000346036551 GEL