+995 (431) 23 79 79

info@unik.edu.ge

ქუთაისი, წერეთლის ქ. #13

პირადი კაბინეტი

სიახლეები

კონტაქტი

ნინო ტალიაშვილი

ვიცე-რექტორი სასწავლო პროცესის ადმინისტრირების მიმართულებით

ნინო ტალიაშვილმა 2009 წელს დაასრულა სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2014 წლიდან ნინო ტალიაშვილი არის ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი და ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას.

2010 წლიდან 2015 წლამდე ნინო ტალიაშვილი სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ხელმძღვანელობდა იურიდიულ სამმართველოს,

2015-2019 წლებში იყო ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსი.

ნინო ტალიაშვილი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტი.

2019 წლის ოქტომბერში საქართველოს პრემიერ – მინისტრის ბრძანებით დაინიშნა პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს წევრად.

ნინო ტალიაშვილი სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP), როგორც სამართლის ექსპერტი. ამჟამად თანამშრომლობს მსოფლიო ბანკთან და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ), როგორც განათლების სამართლის ექსპერტი.

კონტაქტი: nino.taliashvili@unik.edu.ge

ჩაწერე საძიებო სიტყვა.