საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

სტუდენტებისთვის გამოცხადებული “ერაზმუს+” საერთაშორისო მობილობის კონკურსის შედეგები ცნობილია

“ერაზმუს+” საერთაშორისო კრედიტების მობილობის ფარგლებში მიმდინარე სასწავლო სემესტრში “ქუთაისის უნივერსიტეტის” სტუდენტებისთვის კონკურსი ჩატარდა.

კონკურსის ფარგლებში ხელმისაწვდომი იყო 6 კვოტა. ათვისებულ იქნა 4.

შესაბამისად, შეირჩა ოთხი სტუდენტი სამი სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით:

1. ვისტულას უნივერსიტეტი, პოლონეთი – ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი დაჩი კობახიძე;

2. სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, პოლონეთი – ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ანა მინდელი;

3. მალაგის უნივერსიტეტი, ესპანეთი – ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი გვანცა მანჯგალაძე;

4. კომენსკის უნივერსიტეტი ბრატისლავაში, სლოვაკეთი – სამართლის  საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მარიამ თავართქილაძე.

“ერაზმუს+” საერთაშორისო კრედიტ მობილობის ფარგლებში შერჩეულ კანდიდატებს სრულად უფინანსდებათ სწავლისა და მგზავრობის ხარჯები. აღნიშნულთან ერთად მობილობის კონკურსის გამარჯვებულები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას.