სხვადასხვა, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სიახლეები

შიდა მობილობა ქუთაისის უნივერსიტეტში – ვადები და ვაკანტური ადგილების რაოდენობა

Shida mobiloba

ქუთაისის უნივერსიტეტში 2024-2025 წლის შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობა იწყება.

სტუდენტთა განცხადებების მიღება იწარმოებს 12-დან 18 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო კრედიტების აღიარება მოხდება არაუგვიანეს 19 სექტემბრისა.

გთავაზობთ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე შიდა მობილობით მისაღებ სტუდენტთა ვაკანტურ ადგილებს:

 ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა – 5 ვაკანტური ადგილი I, III, V, VII სემესტრებისთვის;
– ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა – 5 ვაკანტური ადგილი I, III, V, VII სემესტრებისთვის;
 ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა – 5 ვაკანტური ადგილი I, III, V, VII სემესტრებისთვის;
– სამართლის საბაკალავრო პროგრამა – 5 ვაკანტური ადგილი I და III სემესტრებისთვის.

ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამაზე, შიდა მობილობით სარგებლობა შეუძლია სტუდენტს, რომელსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დამატებით საგნად ჩაბარებული აქვს მათემატიკა.

მობილობასთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით:
– ტელეფონი: +995 (431) 23 79 79
– ელფოსტა: info@unik.edu.ge