საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

ერაზმუს+ საერთაშორისო აკადემიური მობილობისთვის შესარჩევი კონკურსის შედეგები ცნობილია

ერაზმუს+ საერთაშორისო აკადემიური მობილობის პროგრამაში მონაწილეობისთვის ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის შესარჩევი კონკურსის შედეგები ცნობილია.

კონკურსის შედეგად, 4 აკადემიური გამარჯვებული პერსონალი გამოვლინდა.

აკადემიური მობილობის ფარგლებში, ასისტენტი ანა მეძმარიაშვილი კომენსკის უნივერსიტეტს (ბრატისლავა, სლოვაკეთი) ეწვევა, ასისტენტ-პროფესორი ანა კალანდია – მალაგას უნივერსიტეტს (მალაგა, ესპანეთი); ასისტენტ-პროფესორი მალხაზ ძაძუა ვროცლავის ბიზნესის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (ვროცლავი, პოლონეთი) გაემგზავრება სამუშაო ვიზიტით, ხოლო ასოცირებული პროფესორი ქრისტინე ჭოხონელიძე – ვისტულას უნივერსიტეტში (ვარშავა, პოლონეთი).

აღსანიშნავია, რომ ერაზმუს+ საერთაშორისო ადმინისტრაციული/აკადემიური მობილობა უცხოურ უნივერსიტეტებში სასწავლო თუ სამუშაო გამოცდილების მიღებას და უნივერსიტეტთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა უწყობს ხელს.