ხერსონის (უკრაინა) ეკონომიკური და აგრარული უნივერსიტეტის და “ევროპის უნივერსიტეტის” (საქართველო) მიერ საერთაშორისო კოლექტიური მონოგრაფია გამოიცა.
მონოგრაფია – “STRATEGIES OF SOCIO-ECONOMIC DEVELOPMENT AND MECHANISMS OF THEIR IMPLEMENTATION IN THE CONDITIONS OF ECONOMIC UNCERTAINTY AND GLOBALIZATION CHANGES“ (უნივერსალი, -285 გვ.) სტამბური წესით არის გამოცემული.
სხვა მეცნიერებთან ერთად მონოგრაფიის თანაავტორები არიან ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორები – გოჩა თუთბერიძე, ნიკოლოზ ჩიხლაძე, იოსებ არჩვაძე და ლია ელიავა.