საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

Unik-ის სტუდენტები საფრანგეთში ისწავლიან

 საფრანგეთის დასავლეთ ბრეტანის უნივერსიტეტში საერთაშორისო სტუდენტური მობილობისთვის შესარჩევი კონკურსის გამარჯვებულები ქუთაისის უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტები მარი იონანიძე და ლუკა კოტორეიშვილი გახდნენ.

    სტუდენტები  სტიპენდიით ისარგებლებენ, რაც  2021-2022 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრის  მანძილზე,  სწავლის საფასურის და  საცხოვრებლის ხარჯების დაფარვას გულისხმობს.

    შიდა შესარჩევი კონკურსი საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის მიხედვით,  ქუთაისის უნივერსიტეტში დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა.