საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი პრაღის ფინანსებისა და ადმინისტრირების უნივერსიტეტთან

2020 წლის 26 ნოემბერს, ქუთაისის უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა პრაღის ფინანსებისა და ადმინისტრირების უნივერსიტეტთან.

 

მემორანდუმის ფარგლებში, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, აქტიურად ითანამშრომლონ ეკონომიკის,მენეჯმენტისა და ფინანსების სასწავლო პროგრამების მიმართულებით.