საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

ავსტრიული გამოცდილების გაზიარება

UNIK_PAGE_BG

18 ივნისს უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის წევრებს ავსტრიული გამოცდილება გაუზიარეს ქუთაისის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა: საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა – თეონა გრიგოლაშვილმა და ლექტორმა გიორგი ჭუმბურიძემ.

თეონა გრიგოლაშვილი მიმდინარე წლის თებერვალსა და აპრილში იმყოფებოდა ავსტრიაში, ევროკავშირის საგრანტო პროგრამის “ERASMUS + “- ის პროექტის „კურიკულუმის რეფორმა სამოქალაქო განათლებისა და დემოკრატიის პრინციპების ხელშეწყობისათვის ისრაელსა და საქართველოში“ (CURE) სპეციალური მობილობის ფარგლებში.
წარმატებით გაიარა ხუთდღიანი კურსი სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდის – „თემზე დაფუძნებული სწავლება“ (CBL) შესახებ ზემო ავსტრიის პედაგოგიური უნივერსიტეტში (PH OÖ – ქ. ლინცი) .

გიორგი ჭუმბურიძემ კი ასევე წარმატებით გაიარა ხუთდღიანი კურსი – „ცოდნა და ღირებულებითი განათლება“ (VaKE) პარიზ-ლოდრონის უნივერსიტეტში (PLUS – ქ. ზალცბურგი) .