„ERASMUS +“ საერთაშორისო პროგრამის “CURE” პროექტის ფარგლებში მიმდინარე წლის 29-30 ივნისს შპს ქუთაისის უნივერსიტეტს ორი დღით ეწვია ზალცბურგის უნივერსიტეტის პროფესორი და დოქტორი ჟან-ლუკ პატრი. მან ინგლისურ ენაზე ჩაატარა ორდღიანი ინტენსიურ ტრენინგ-სემინარი სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდის „ცოდნა და ღირებულებითი განათლების“ შესახებ, რომლის ავტორი თავად ავსტრიელი ექსპერტი გახლავთ.
ორდღიანი ტრენინგ-სემინარი შემდეგი გრაფიკით წარიმართა:
- პირველი დღე , 29 ივნისი. 14:00 სთ – 17:00 სთ.
• მეორე დღე, 30 ივნისი. 11:00 სთ- 13:00 სთ.
პირველ დღეს ავსტრიელმა ექსპერტმა შესავალი თეორიული ნაწილის ახსნის შემდეგ განიხილა ერთ-ერთ დილემა სამოქალაქო განათლების თემატიკაზე, ხოლო მეორე დღე სრულად დაეთმო დილემას, რომლის თემატიკა ბიზნესთან გახლდათ დაკავშირებული.
შპს ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების გარდა აღნიშნულ ტრენინგ-სემინარს ესწრებოდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალისტები და ქუთაისის რამდენიმე საჯარო სკოლის მასწავლებელი.
ტრენინგი მეტად საინტერესო და ნაყოფიერი გახლდათ. დაისვა საინტერესო შეკითხვები ტრენერის მისამართით, ასევე გაიმართა დისკუსიები.