ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკოლოზ ჩიხლაძემ და ასოცირებულმა პროფესორმა გოჩა უგულავამ საქართველოს ეკონომისტთა V ეროვნული სამეცნიერო კონფერენციის „საქართველოს ეკონომიკის პოზიციონირება კონფრონტაციული გლობალიზაციის პირობებში“ მუშაობაში მიიღეს მონაწილეობა.
კონფერენცია 2023 წლის 8 სექტემბერს, საქართველოს ეკონომისტის დღეს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა.
კონფერენციაში 100-მდე მეცნიერ-ეკონომისტი მონაწილეობდა.
კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ:
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა კომისია;
- გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესის და მართვის სკოლა;
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი;
- თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი.
მომხსენებლებმა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებსა და ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად გამოწვევებზე ისაუბრეს.
გთავაზობთ კონფერენციის მასალების კრებულს:
V ეროვნული სამეცნიერო კონფერენციის კრებული
მოხსენების ტექსტი – ნიკოლოზ ჩიხლაძე, გოჩა უგულავა “საქართველოს ექსპორტის
გამოწვევები გლობალური უსაფრთხოების რისკების ზრდის პირობებში”.
Georgia’s Export Challenges in the Context of Increasing Global Security Risks
მოხსენების სლაიდები:
ეკონომისტთა V ეროვნული სამეცნიერო კონფერენციის მოხსენების სლაიდები