სხვადასხვა

ქუთაისის უნივერსიტეტში შეხვედრა – “გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის პრევენცია” გაიმართა

ქუთაისის უნივერსიტეტში “წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი-GCRT“ ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

პროექტში მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და მოწვეულმა სტუმრებმა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ისეთი თემები, როგორიცაა:  ქალთა უფლებები, გენდერული თანასწორობა, ფემინიზმი,  სტიგმა და სტერეოტიპები ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე, ძალადობა და მისი სახეები, რეგიონში არსებული ფსიქო-სოციალური და იურიდიული სერვისები.

პროექტი “ოჯახში და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა” არასამთავრობო ორგანიზაციის “წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი GCRT“-ის და ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების „საფარი“, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“, „ქალთა ფონდი საქართველო, მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება“ და “არტარეა” პარტნიორობით განხორციელდა.

პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა.