ქუთაისის უნივერსიტეტის ეკონომიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა შექმნილია, საერთაშორისო და საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით და მიზნად ისახავს ეკონომიკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას.
პროგრამის ფარგლებში:
- გაეცნობით ეკონომიკური კვლევების თანამედროვე მეთოდებსა და მათი გამოყენების შესაძლებლობებს
- გამოგიმუშავდებათ დინამიურ ეკონომიკურ გარემოში, პრაქტიკული საქმიანობის უნარ-ჩვევები
- ისწავლით ისეთ სასწავლო კურსებს, როგორიცაა: თამაშის თეორია, ქცევითი ეკონომიკა, ინსტიტუციური ეკონომიკა და სხვ.
- შესაძლებლობა გექნებათ ისარგებლოთ გაცვლითი პროგრამებით
- ჩაერთვებით სხვადასხვა კონფერენციებში, ვორქშოფებში და დაესწრებით საჯარო ლექციებს, დარგის წამყვანი სპეციალისტების მონაწილეობით
პროგრამის კურსდამთავრებულებს შეეძლებათ დასაქმება სახელმწიფო ორგანიზაციებში, სამრეწველო და სხვა პროფილის კერძო კომპანიებში, საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების წარმომადგენლობებში, ბანკებსა და სხვა ფინანსურ ორგანიზაციებში, კვლევით ცენტრებში.
|