ქუთაისის უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა შექმნილია საერთაშორისო და საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით და მიზნად ისახავს:
- შიდა და საერთაშორისო შრომის ბაზარზე ორიენტირებული კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი სპეციალისტის მომზადებას
- თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთნ შესაბამისი სწავლების შეთავაზებას
- პროგრამის დარგობრივი კურსების ორიენტაციას სტუდენტის პრაქტიკული და ტრანსფერული უნარების განვითარებაზე
- ინტერაქციული სწავლების მეთოდების გამოყენებას
საგანმანათლებლო პროგრამის უპირატესობებია:
- უცხო ენების კომპონენტით გაძლიერებულ საგანამანათლებლო პროგრამა
- პრაქტიკოსი პერსონალის ჩართულობა სწავლების პროცესში
- სწავლის შედეგების მიღწევისათვის აუცილებელი საბიბლიოთეკო, მატერიალური და ტექნიკური რესურსები
- სტაჟირება/პრაქტიკა საუკეთესო ტურისტულ კომპანიაში და სასტუმროში
- საუკეთესო პრაქტიკა, რომლებიც ორიენტირებულია ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარების განვითარებაზე
- ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში, ღონისძიებებში, კონფერენციებში, ტურისტულ გამოფენებში, ვორქშოფებში, დასაქმების ფორუმებში სტუდენტთა მონაწილეობის მხარდაჭერა
- მონაწილეობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, ბუნებრივი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების პრინციპების რეალიზაციაში
განათლების საფეხური: | ბაკალავრიატი |
სწავლების ენა: | ქართული ენა |
საგანმანათლებლო პროგრამის ტიპი: | აკადემიური |
დეტალური სფეროს დასახელება და კოდი: | 1015 მოგზაურობა, ტურიზმი და დასვენება |
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | ბიზნესის ადმინისტრირება ტურიზმში |
სწავლის ხანგრძლივობა: | 4 წელი (8 სემესტრი) |
საგანმანათლებლო პროგრამის მოცულობა: | 240 (ECTS) კრედიტი |
პროგრამის ხელმძღვანელი: | პროფესორი, დოქტორი მაია აზმაიფარაშვილი |
ელ.ფოსტა: maia.azmaiparashvili@unik.edu.ge
პროგრამა
კურუკულუმი
ჩარიცხვასთან დაკავშირებული პროცედურები
სტიპენდიები