სხვადასხვა

ქუთაისის უნივერსიტეტი სატელევიზიო პროექტში – “საქართველოს ჩემპიონატი იუმორში” მიიღებს მონაწილეობას

8 მაისს, სიცილის ლიგისა და ქართული ლიგის ორგანიზებით სატელევიზო პროექტი – “საქართველოს ჩემპიონატი იუმორში“ იწყება, რომელშიც ქუთაისის უნივერსიტეტის გუნდი „სენსაცია“ მიიღებს მონაწილეობას.

ჩემპიონატში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის და ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.

როგორც ცნობილია, ჩემპიონატში მონაწილე 20-მდე გუნდიდან,  დაახლოებით 12 გადავა შემდეგ ტურებში.

პროექტი სატელევიზო ფორმატისაა და ტელეკომპანია „პოსტ ტვ“-ის ეთერში გადაიცემა.