სხვადასხვა

ქუთაისის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია “ქუთაისი-ევროპული წარსულის ქალაქი” გაიმართა

ქუთაისის უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია – “ქუთაისი-ევროპული წარსულის ქალაქი”  გაიმართა, რომელსაც ცნობილი ჟურნალისტი, მკვლევარი და სამოქალაქო აქტივისტი დათო ლიკლიკაძე ხელმძღვანელობდა.

ღონისძიების მონაწილეებმა ლექციის დასაწყისში უკრაინაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

ლექციაზე განხილული იყო ისეთი საკითები, როგორებიცაა – ევროპული  გამოცდილების გავლენა ქუთაისის, როგორც ქალაქის ისტორიაზე, განათლებაზე, მსოფლმხედველობასა და სამოქალაქო ღირებულებებზე; გვირილობისა და ორმაისობის ქუთაისური ტრადიციის ევროპულ ფესვები; ფემინისტური მოძრაობა, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში ქუთაისში მძლავრ ტალღად ამოქმედდა; ევროპული ორიენტირები სახელოვნებო სივრცეში -კონკრეტული დარგების განვითარება;

ლექციის ბოლოს საკონსულტაციო საათი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.