სხვადასხვა

ჟურნალი “ეკონომიკური პროფილი” ახალ საერთაშორისო ბაზაში დარეგისტრირდა

   სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი “ეკონომიკური პროფილი“ ახალ საერთაშორისო ბაზაში – DOAJ (Directory of Open Access Journals) ოფიციალურად დარეგისტრირდა. იგი დღეისათვის მსოფლიოს 15 000-ზე მეტ მაღალრეიტინგულ, რეცენზირებად ღია წვდომის ჟურნალს აერთიანებს და მეცნიერების თითქმის ყველა სფეროს მოიცავს.

“ეკონომიკური პროფილი“ საქართველოში რეგისტრირებული მე-16 გამოცემაა, რომელიც ამ ბაზაში დარეგისტრირდა.

ჟურნალის მორიგი წარმატება მნიშვნელოვნად აამაღლებს ავტორების საერთაშორისო ცნობადობას.